გორელმა მოკრივეებმა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ივლისი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

26-29 ივლისს ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე "ბათუმის თასი 2018" წარმატებით იასპარეზა ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის გუნდმა.


შეჯიბრებაზე, სადაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდების გარდა ყაზახეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და რუსეთის წარმომადგენელი მოკრივეები მონაწილეობდნენ – გორელებმა 2 პირველი, 1 მეორე და 2 მესამე ადგილი დაიკავეს. 


ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: ლუკა ნიქაბაძე (50 კგ) და გიორგი გუცაევი (80). მეორე ადგილზე ნიკა ბაბუციძე (48) გავიდა, მესამე საპრიზო ადგილები კი დაიკავეს გოგა მამულაშვილმა (57) და ავთანდილ შოშიაშვილმა (63). 


გარდა ამისა, ერთი ოქროს და ერთიც ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა ერედვის გუნდმა, რომელიც გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებულ სპორტულ სკოლაში ვარჯიშობს. ერედველთაგან პირველ ადგილზე გავიდა ნიკა ჯიოშვილი (70), ხოლო მესამე ადგილი თორნიკე ჯიოშვილმა (+80 კგ) აიღო.

Read 1199 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი