სოსო ვახტანგაშვილი: სამშვიდობო ინიციატივა ახალმა მთავრობამაც უნდა გააგრძელოს

ივლისი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ყველა მთავრობამ უნდა გააგრძელოს", - ამის შესახებ პარტია "შენების მოძრაობის" ერთ - ერთმა ლიდერმა სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა.

ვახტანგაშვილს მიაჩნია, ასევე საჭიროა დამატებითი პროექტები ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ სოციალური მიმართულებით

"ეს პროგრამა დაიწყო კვირიკაშვილის მთავრობამდე და ვფიქრობ, ახალმა მთავრობამაც უნდა გააგრძელოს. ეს საკითხი, რასაც ჰქვია ამ ადამიანების მიმართ ყურადღების გამოჩენა, არის ნებისმიერი ხელისუფლების - ეს იქნება "ქართული ოცნება" თუ სხვა. გულდასაწყვეტია, რომ იმ პროექტებს, რომლებიც ინერციით კეთდებოდა, არ ემატება ახლები. აქ უნდა ჩაერთოს ადგილობრივი ხელისუფლებაც და ცენტრალურიც", - განაცხადა ვახტანგაშვილმა

"კავშირი უკეთესი მომავლისკენ" არის ინიციატივა, რომელიც შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.

Read 1096 times Last modified on Last modified on ივლისი 30 2018
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი