Back to Top
ორშაბათი, 30 ივლისი 2018 14:38

"ალონისის" ხელმძღვანელი: ჩვენ, პროექტით დაგეგმილზე მეტი გავაკეთეთ

Rate this item
(0 votes)

კომპანია “ალონის“-ის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ რომელაშვილების 179-ე კორპუსის ეზოში, პროექტით გათვალისწინებულზე მეტი სამუშაოები განახორციელა.

მაკედონ ანანიკოვის ინფორმაციით, კომპანიამ მუშაობა დღეს დაასრულა.

“ჩვენ მოვრჩით სამუშაოებს, იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე პროექტში იყო გაწერილი. მაგალითად, ერთის ნაცვლად ორი საქანელა ჩამოვკიდეთ, მიწა საერთოდ არ ეწერა და ამასაც ვაკეთებთ და ა.შ. ამის შემდეგ, ექსპერტთა ჯგუფი იმუშავებს და ისინი დაადგენენ, არსებობს თუ არა ხარვეზები“, - განაცხადა მაკედონ ანანიკოვმა


ძმები რომელაშვილების ქუჩის მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ კომპანია "ალონისმა" სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა. "ალონისმა" 179 -ე კორპუსის სიახლოვეს სკვერი 20 000 ლარად მოაწყო. პროექტი გორის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში შესრულდა. ადგილობრივებმა სკვერის მოსაწყობად 6 ათასი ლარი გაიღეს.

Read 1302 times Last modified on ორშაბათი, 30 ივლისი 2018 14:55