mukilurji640X90

ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაქცეულ პატიმარს ეძებენ

ივლისი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურები ეძებენ ადამიანს, რომელიც გუშინ ღამით ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაიქცა.

ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობაში ჩართულები არიან დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების კომიტეტის და პროკურატურის წარმომადგენლები.

"დაახლოებით ღამის ორ საათზე მოხდა გაქცევა. პატიმარმა კედელი გამოთხარა იზოლატორიდან და გაიქცა", - განაცხადეს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რადგან მოკლე დროში, პატიმარს ფიზიკურად არ შეეძლო კედელში ხვრელის გაკეთება. 

დე ფაქტო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ გაქცეული პატიმარი ანდრე კაბისოვია, რომელსაც ბრალად ადამიანის გატაცება ედება. 

Read 739 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი