ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტებს მიმდინარე პროექტები გააცნო
"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მოადგილეებთან ერთად ხუთი რეგიონის ჟურნალისტებს შეხვდა", - ინფორმაციას ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაში მონაწილეობა შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის პრესის, რადიოსა და ინტერნეტ მედია საშუალებების 25-მდე ჟურნალისტმა მიიღო.
სამინისტროს ხელმძღვანელებმა ჟურნალისტებს დეცენტრალიზაციისა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტები, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
"პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის და მოსახლეობის მეტად ინფორმირებულობისთვის რეგიონული მედიის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, არსებული მდგომარეობისა და პროცესების შესახებ მოსახლეობამდე სწორი და ობიექტური ინფორმაცია მივიდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს აქტიური თანამშრომლობა რეგიონულ მედიასთან", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
სამინისტროს მენეჯმენტმა ჟურნალისტებთან დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მის ძირითად პრინციპებს გაუსვა ხაზი. საშუალოვადიანი სტრატეგიის პროექტის მოსამზადებლად, მედიის წარმომადგენლებს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესთავაზეს.
მინისტრის მოადგილეებმა ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია საგზაო, ტურისტული და სოციალური ინფრასტრუქტრული პროექტების შესახებ, ასევე რეგიონებში წყალმომარაგების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორში, ჭალის დასახლებაში საფეხბურთო სკოლის აშენებას გეგმავენ
- გორელები ტაქსის მძღოლების მოთხოვნას ტარიფის გაზრდაზე ეწინააღმდეგებიან
- ტაქსების მძღოლების პროტესტის პარალელურად ოფისების ხელმძღვანელებიც იკრიბებიან
- გორში, ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ
- დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორის სტადიონმა უმასპინძლა