დახოცილი ცხოველების კადრები მდინარე ლიახვიდან (+16)

იანვარი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ვნადირობდი ჩემს მეგობრებთან ერთად მდ. ლიახვზე (კერძოდ, გორის სამხედრო აკადემისს უკანა მხარეს) და გადავაწყდი საკმაოდ არაადამიანურ და გარემოსთვის საკმაოდ დიდი ზიანის მიმყენებელ ფაქტს, რაც ჩემთვის შემაძრწუნებელი და ამაზრზენი იყო", - წერს ლერი მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში და ადგილზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. 

26231282 1593420587403307 8664917687278471109 n 1

 

"საშუალოდ, ერთი სატვირთოს კუზაო ვირის და ცხენის თავ-ფეხი, ტყავი და შიდა ორგანოები ეყარა, მჭიდროდ დასახლებული პუნქტიდან სადღაც 500 მეტრში და აკადემიიდან 100 მეტრში. ეს ყველაფერი ხო მოქმედებს მოსახლების ეპიდემიაზე და თავისთავად მდინარის ეპიდემიაზეც?! როგორ შეიძლება ესეთი უყურადღებობა და უპასუხისმგებლობა სამსახურის და ქვეყნის წინაშე?! ქალაქის დასაწყისია, რაიმე მიყრუებული სოფელი ხო არაა?!", - ვკითხულობთ ფოტოებზე დართულ ტექსტში. 

26239433 1593420627403303 4286479982824711690 n

 

"გრცხვენოდეთ. ქალაქში დეპართამენთიც არსებობს და ბევრი კადრიც და მგონი, რომ შესაძლებელია ასეთი ფაქტების აღმოფხვრა და განეიტრალება. ლიახვია..! მეჯუდა და ტორტლა ხომ არაა მართლადამართლა რომ პატარა და უმნიშვნელო მდინარეს მიეკუთვნებოდეს და გორის რაიონში იღებდეს სათავეს და გორს ვერ სცდებოდეს?! ნახევარი საქართველო უნდა გაიაროს და რას არ უნდა მოედოს. ჩვენი სამშობლოა სხვისი ხო არა?! უშუალოდ მაგ ტერიტორიაზე ცოცხალი აღარაფერი დაცურავს წყალში უკვე მერამდენე წელიწადია! ცალკე ''დენის აპარატით'' მოთევზავე ბრაკონიერების ბობოქრობით და ცალკე ეს პატარ-პატარა ეპიდემიის გამომწვევი ასეთი მიზეზებით!. კარიგთ რა, მართლადამართლა სირცხვიალია. იმოქმედეთ ცოტა კანონიერად და პასუხისმგებლიანად".

26230778 1593420507403315 1556067474945405085 n

 

Read 2871 times Last modified on Last modified on იანვარი 13 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი