სამხედრო პოლიგონზე ხანძარი გაჩნდა

ივლისი 31 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ხანძარი, პოლიგონზე "ძარწემი" უკვე ლოკალიზებულია", - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს.

როგორც დე ფაქტო უწყებაში აღნიშნეს, ცეცხლი ხმელ ბალახს ეკიდა.

ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ადამიანური ფაქტორი და მაღალი ტემპერატურაა. 

"ხანძარი მაშინ მოხდა, როდესაც მიმდინარეობდა საწვრთნელი სროლები. სამინისტრომ ოპერატიულად მოახდინა რეაგირება, სახანძრო მანქანები მაშინვე მივიდნენ და ახლა, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება", - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში. 

Read 1210 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი