პოლიცია რადიო „მოზაიკას“ დირექტორის დაჯარიმებას, საპროტესტო წარწერის გამო, ითხოვს

ივლისი 31 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„მკვლელი ქუჩაშია“ - სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნის მიზნით, გორის ქუჩებში გაკეთებული ამ წარწერის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამართული აქციების პარალელურად, ივნისის თვის დასაწყისში გორის ქუჩებში გამოჩნდა წარწერები „მოკლულია 2 მოსწავლე“, „მკვლელი ქუჩაშია“, „სამართალი სად არის?!“.

 

ამავე თემაზე: "სად არის სამართალი?" - გორში წარწერები გაჩნდა

წარწერების გაკეთებიდან დაახლოებით 2 თვის მერე, გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ დირექტორ გვანცა დოლუაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება - პოლიცია მას ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებს და ასკ-ს 150 მუხლის მიხედვით, მისი 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

საქმეს იძიებს გორის რაიონული სამმართველო. უწყების მიერ გადმოცემულ მასალებში ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ეყრდნობა მხოლოდ რამდენიმე პოლიციელის ახსნა-განმარტებას, რომლებიც სხვა მტკიცებულებებით (ფოტო, ვიდეო, მოწმეთა ჩვენებები) გამყარებული არ არის.

„ვმოძრაობდით სამსახურეობრივი ავტომანქანით „შკოდა“ სახ. სანომრე ნიშნით AB-982-AB, რა დროსაც სტალინის ქუჩა #19-თან, რესტორან „ელდეპოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე შევნიშნეთ ახალგაზრდა გოგო და ბიჭი, რომლებიც სპრეი საღებავით აკეთებდნენ წარწერებს ფეხით სავალ ნაწილზე. გოგონა იყო ჩვენთვის ნაცნობი გვანცა ზურაბის ასული დოლუაშვილი, დაბადებული 08.02 1992 წელს, ხოლო მისი თანმხლები ახალგაზრდა მამაკაცი ჩვენ ვერ ვიცანით. ვინაიდან ჩვენ ვმოძრაობდით ცენტრალურ გზაზე, იმის გამო, რომ ხელი არ შეგვეშალა სხვა ავტომანქანებისთვის, ავტომანქანა გავაჩერეთ ცოტა მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც ახალგაზრდები აკეთებდნენ წარწერეს ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე. როდესაც ავტომანქანიდან გადმოვედით და მივედით ზემოთხსენებულ ადგილზე სიტუაციის გასარვევად, იქ ახალგაზრდები აღარ დაგვხვდნენ, თუმცა ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე დაგვხვდა წარწერა შემდეგი შინაარსით „მკვლელი ქუჩაშია“, - წერია პატაკში, რომელიც საქმის წარმოების საფუძველი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ მასალების შეგროვება შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ივნისის შემდეგ არ გაუგრძელებია, გვანცა დოლუაშვილი, როგორც სავარაუდო სამართალდამრვევი, ივლისის თვის ბოლომდე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" დირექტორის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. 

 

Read 10007 times Last modified on Last modified on ივლისი 31 2018

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი