გამსახურდია დოლუაშვილის საქმეზე: ეს არის მედიაზე თავდასხმა

ივლისი 31 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ცოტნე გამსახურდია რადიო "მოზაიკას" დირექტორს, გვანცა დოლუაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

გამსახურდიას განცხადებით, პოლიციის ქმედება არის თავისუფალი მედიის დევნა და ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - სამოქალაქო შეგნების მოდუნებას.

"სამარცხვინოა, უბრალოდ. ეს არის ცალსახა დევნა თავისუფალი მედიის, თავისუფალი ჟურნალისტიკის და ეს არის ის შერჩევითი სამართალი, მაშინ როდესაც ჩვენ ვხედავთ სრულიად სამარცხვინო პროკურორებს, პოლიციელებს - რომლებიც ორ სიტყვას ვერ აბამენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. როდესაც მკვლელები ქუჩაში დადიან და როდესაც ამ სამართალდამცველებმა არ იციან, თუ როგორ დაიჭირონ ისინი, ამ სრულიად უწყინარი პროტესტის გამო დევნიან ჟურნალისტს, თანაც ამ ფორმით.

აპრობირებული მეთოდია, როდესაც მხოლოდ პოლიციელების ჩვენებით იჭერენ სამოქალაქო აქტივისტებს და სხვა არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. აბა, გაბედონ და დაიჭირონ. ახლა კიდევ უფრო მოხდება სამოქალაქო შეგნების მოდუნება, გაუცხოება და დადამბლავება", - განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.


„მკვლელი ქუჩაშია“ - სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნის მიზნით, გორის ქუჩებში გაკეთებული ამ წარწერის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

წარწერების გაკეთებიდან დაახლოებით 2 თვის მერე, გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ დირექტორ გვანცა დოლუაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება - პოლიცია მას ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებს და ასკ-ს 150 მუხლის მიხედვით, მისი 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

Read 2999 times Last modified on Last modified on ივლისი 31 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი