Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 31 ივლისი 2018 15:56

გორის მერი: ასფალტზე წარწერების გაკეთება კანონდარღვევა არაა

Rate this item
(0 votes)

კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, კონკრეტული შინაარსის წარწერები თუ შენობების ფასადზე არ არის გაკეთებული, ქალაქის იერსახის დამახინჯებად არ შეიძლება ჩაითვალოს.

მას მიაჩნია, რომ წარწერები ასფალტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტად ვერ ჩაითვლება.

“მე, მაგალითად, არ მიმიცია მითითება, რომ ასფალტიდან წარწერები წაეშალათ, რადგან ამას იერსახის დამახინჯებად არ მივიჩნევ. თუ შენობების ფასადებს დააუშნოვებს ვინმე, ის კანონდამრღვევად მიმაჩნია“, - გვითხრა გორის მერმა.

მკვლელი ქუჩაშია“ - სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნის მიზნით, გორის ქუჩებში გაკეთებული ამ წარწერის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

წარწერების გაკეთებიდან დაახლოებით 2 თვის მერე, გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ დირექტორ გვანცა დოლუაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება - პოლიცია მას ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებს და ასკ-ს 150 მუხლის მიხედვით, მისი 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

 

Read 1531 times Last modified on ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018 01:55