მალხაზ მიქელაძე: ხელისუფლება, წინასაარჩევნოდ, ჟურნალისტების დაშინებას ცდილობს

აგვისტო 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ტელეკომპანია “თრიალეთის“ჟურნალისტის, მალხაზ მიქელაძის განცხადებით, გვანცა დოლუაშვილის საქმე შეიძლება შეფასდეს როგორც დევნა მედიის მიმართ.

“ეს არის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა, რაც, შესაძლოა,  სხვა ჟურნალისტის მიმართაც განხორციელდეს. ხელისუფლების მეთოდები სამართალდამცველების მხრიდან ვლინდება, ჩემი აზრით. ჟურნალისტებმა სხვა კუთხით უნდა დავიწყოთ მუშაობა, რადგან მსგავსი ფაქტები აღარ მოხდეს.

არ არსებობს მტკიცებულება და არის მხოლოდ პოლიციის ჩვენება. რატომ უნდა ვენდოთ პატრულის თვალებს, აგვიხსნას ვინმემ. მე ვფიქრობ, რომ ამას პოლიტიკური სარჩული აქვს. ხელისუფლებამ დაიწყო ჟურნალისტების დევნა, თავისუფალი მედიის დევნა. ეს არ ხდება მხოლოდ გვანცა დოლუაშვილის მიმართ, ხშირად ტელეკომპანია “თრიალეთის" ჟურნალისტებიც ვაწყდებით ხელოვნურ ბარიერებს“, - განაცხადა მახო მიქელაძემ.

"მკვლელი ქუჩაშია“ - სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნის მიზნით, გორის ქუჩებში გაკეთებული ამ წარწერის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

წარწერების გაკეთებიდან დაახლოებით 2 თვის მერე, გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ დირექტორ გვანცა დოლუაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება - პოლიცია მას ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებს და ასკ-ს 150 მუხლის მიხედვით, მისი 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

 

               ამავე თემაზე: ზეწოლა მედიასა და სამოქალაქო აქტივიზმზე - დოლუაშვილის განცხადება

Read 509 times Last modified on Last modified on აგვისტო 01 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი