არინა თავქარაშვილი: თუ ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაჩნდა, საზოგადოებამ უნდა გადაიხადოს

აგვისტო 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სამოქალაქო აქტივისტის, არინა თავაქარაშვილის განცხადებით, ხელისუფლება თავისუფალი ჟურნალისტიკის და სამოქალაქო აქტივიზმის შეჩერების მცდელობები მხოლოდ ტოტალიტარული სახელმწიფოებისათვის არის დამახასიათებელი.

"რატომ ელოდება ხელისუფლება იმას, რომ ყველა მედიასაშუალება ჯიბეში უნდა ჩაისვას, ყველა "იყიდოს" და თავისი მეხოტბე გახადოს. აღმოჩნდა ისეთი მედიასაშუალება, რომელიც ამას არ აკეთებს და ეს არის ძალიან კარგი. მედიის და სამოქალაქო საზოგადოების დანიშნულება ის კი არ არის, "რა კარგი ხარ ხელისუფლებავ" - უმღეროს, დანიშნულება არის ის, რომ ყველა პრობლემა წამოატივტივოს და ამ პრობლემებზე დაიწყოს მუშაობა. 

ეს ტრაგედია არის უსაშინლესი რამ ამ ბოლო პერიოდის საქართველოში, მიმდინარე პროცესებში და მოვლენებში და მასზე პროტესტი, მე ძალიან მნიშვნელოვნად და აუცილებლად მიმაჩნია. მე არ ვთვლი, რომ უნდა შედგეს და გადაიხადოს ეს ჯარიმა, მაგრამ თუ ასეთი ვალდებულება გაჩნდა, გვანცამ კი არა, საზოგადოებამ უნდა გადაიხადოს და უთხრას ხელისუფლებას, რომ საზოგადოება ერთიანია ამ ღირებულებებში და არავის დაუთმობს ამ გზას. თავისუფალი ჟურნალისტიკის და სამოქალაქო აქტივიზმის შეჩერება არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ეს მხოლოდ ტოტალიტარულ სახელმწიფოებს ახასიათებთ", - განაცხადა არინა თავაქარაშვილმა.  

"მკვლელი ქუჩაშია“ - სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნის მიზნით, გორის ქუჩებში გაკეთებული ამ წარწერის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

წარწერების გაკეთებიდან დაახლოებით 2 თვის მერე, გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ დირექტორ გვანცა დოლუაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება - პოლიცია მას ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებს და ასკ-ს 150 მუხლის მიხედვით, მისი 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

 

            ამავე თემაზე: ზეწოლა მედიასა და სამოქალაქო აქტივიზმზე - დოლუაშვილის განცხადება

Read 1351 times Last modified on Last modified on აგვისტო 01 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი