ლევან ცუცქირიძე დოლუაშვილის საქმეზე: უსამართლობის გაპროტესტება ღირებულებითი საკითხია

აგვისტო 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

არასამთავრობო ორგანიზაციის "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის"(EECMD) ხელმძღვანელი რადიო "მოზაიკას" დირექტორის წინააღმდეგ დაწყებულ ადმინისტრაციულ საქმის წარმოებას აფასებს. 

ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კანონის განხორციელების მხრივ არასწორი მიდგომები არსებობს. 

"მე მგონია, რომ უპირველეს ყოვლისა სასამართლომ უნდა დაადგინოს ობიექტური მდგომარეობა, რომ არ მოხდეს ადამიანის იმაზე მეტად დადანაშაულება უკანონო ან ადმინისტრაციულ გადაცდომაში. აქ საკითხი დგას უფრო პრონციპულად, ჩემი აზრით. როდესაც მართლა ბევრი კითხვები არსებობს ქვეყანაში, ორი მოზარდის მკვლელები, დააფარა თუ არა ამ მკკვლელობაში დამნაშავეებს ხელი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებმა, როდესაც ადამიანი ამას აპროტესტებს, და გვანცა თუ მართლა ამას აპროტესტებდა, მემგონი ეს ძალიან ღირებულებითი საკითხია. მართალია, კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი, მაგრამ ზოგადად მორალის თავლსაზრისით რომ შევხედოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასაკითხთან მიმართებაში სამართალი უნდა აღდგეს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში არასწორი მიდგომებია კანონის განხორციელების მხრივ, რადგან უამრავ კანონდარღვევას ვხედავთ ქალაქში ქუჩაში და ეს ხდება პატრულის თვალწინ.  მაგალითად საგზაო წესების დარღვევა და თავგასული მძღოლები საქართველოს გზებზე და როდესაც ადამიანის მიერ უსამართლობის გაპროტესტებას ამჩნევ და მთავარს - ვერა, აქ კიდევ უფრო ღრმა პრობლემასთან გვაქვს საქმე“, - განმარტა ლევან ცუცქირიძემ.

"მკვლელი ქუჩაშია“ - სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნის მიზნით, გორის ქუჩებში გაკეთებული ამ წარწერის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

 წარწერების გაკეთებიდან დაახლოებით 2 თვის მერე, გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ დირექტორ გვანცა დოლუაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება - პოლიცია მას ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებს და ასკ-ს 150 მუხლის მიხედვით, მისი 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

ამავე თემაზე: ზეწოლა მედიასა და სამოქალაქო აქტივიზმზე - დოლუაშვილის განცხადება

Read 856 times Last modified on Last modified on აგვისტო 01 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი