ბახტურიძე დოლუაშვილის საქმეზე: ეს არის სამოქლაქო აქტივისტის დაშინების მცდელობა

აგვისტო 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ქალთა მოძრაობის" წევრს, იდა ბახტურიძეს მიაჩნია, რომ გვანცა დოლუაშვილის საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია.

ბახტურეძეს თქმით, ხელისუფლება ცდილობს აჩვენოს ყველას, რომ სამოქალაქო აქტივიზმი და პროტესტი კონკრეტული საკითხის მიმართ, შესაძლოა გახდეს შანტაჟის და დაშინების გამომწვევი ძალაუფლების მქონე სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან.

"ამ საქმეში ბევრი საეჭვო გარემოება იკვეთება იმასთან დაკავშირებით, რომ აქტივისტური საქმიანობა და ის საქმე, რომლის გაპროტესტებაშიც ჟურნალისტს და აქტივისტს პასუხს სთხოვს შინაგან საქმეთა სამინისტრო, განსაკუთრებით რეგიონში, იქ, სადაც რადიო "მოზაიკა" დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ ხელისუფლებას და ის კონკრეტული აქტივისტი, გვანცა დოლუაშვილი, სხვადასხვა აქტივობების გამო ბევრჯერ გახდა დისკომფორტის შემქმნელი სხვადასხვა ძალაუფლებრივი სტრუქტურებისთვის, ასეთი ფორმებით ცდილობენ მიახვედრონ, რომ ასეთი აქტიურობა შესაძლოა გახდეს მისი დაშინების, შანტაჟის თუ ხელისუფლების მხრიდან საპასუხო რეაქციის გამომწვევი.

ეს არის პერსონალური ანგარიშსწორების მაგვარი, იმიტომ, რომ ის გარემოებები, რაზეც არის საქმე აღძრული, აჩვენებს ამას ნათლად.  იმიტომ, რომ საუბარია სხვა ადამიანზეც და რატომღაც, გამოძიებას კითხვები არ აქვს მის მიმართ. ეს საქმის თაროდან ჩამოღებაც გარკვეული პერიოდის შემდეგ იწყება. აქ მედიაზე ზეწოლის ნიშნებიც იკვეთება და ამაზე ხმამაღლა საუბარიც მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით უნდა ვიცოდეთ, რა ხდება რეგიონებში, რადგან თბილისის მიღმა, შანტაჟი და ზეწოლა განსაკუთრებით რეგიონებში მუშაობს. ჩემი სრული სოლიდარობა გვანცა დოლუაშვილს. ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალს ამ საქმეს", - აცხადებს იდა ბახტურიძე. 

Read 991 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი