Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2018 15:50

„ქალები მავთულხლართების პირისპირ“-ფილმის პრეზენტაცია ერგნეთში გაიმართება

Rate this item
(0 votes)

3 აგვისტოს, 15:00 საათზე, სოფელ ერგნეთის ომის მუზეუმში გაიმართება პრეზენტაცია დოკუმენტური ფილმისა „ქალები მავთულხლართების პირისპირ“.

პრეზენტაციას დაესწრებიან- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი.

დოკუმენტური ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები შვიდი ქალის ცხოვრებას ასახავს რომლებსაც არაერთი სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, შეძლეს გამხდარიყვნენ წარმატებულები და ეკეთებინათ საქმე, რომელიც არა მხოლოდ მათთვის, არამედ მთელი სოფლისთვის და იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის დადებითი შედეგის მომტანი იქნებოდა.

Read 1656 times Last modified on ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2018 17:38