Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2018 16:15

შსს, დაიწყე "ბოდიშით!“ - ხვალ გორის სასამართლოსთან აქცია გაიმართება

Rate this item
(0 votes)

შსს, დაიწყე "ბოდიშით" - ამ სახელწოდების აქცია ხვალ 10:30 საათზე გორის რაიონულ სასამართლოსთან გაიმართება. მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლა რადიო "მოზაიკას" დირექტორის, გვანცა დოლუაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად წარიმართება. ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ მიმართულ საქმის წარმოებას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები გააპროტესტებენ.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს დასაჯოს პროტესტი, რომელიც მოსწავლის მკვლელების დაუსჯელობის გამო, საზოგადოებაში არსებობს. მან გადაწყვიტა, სამოქალაქო აქტივისტისა და ჟურნალისტის დასჯით, გვაჩვენოს, საკუთარი ძალა და გავლენა. 

ვისთვისაც მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს მცდელობა, დააშინოს და შეავიწროოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ერთგული ადამიანები, ხვალ ვიკრიბებით გორის რაიონულ სასამართლოსთან. 

ჩვენი მიზანია, დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ყოველთვის დავიცავთ დემოკრატიული ღირებულებებისთვის მებრძოლი ადამიანების უფლებას, უსაფრთხოებას და ინტერესებს“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

რადიო ,,მოზაიკას“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გვანცა დოლუაშვილის დაჯარიმებას, სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნის მიზნით, გორის ქუჩაში გაკეთებული წარწერის "მკვლელი ქუჩაშია" გამო, ითხოვს. გვანცა დოლუაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა და არანაირი მტკიცებულებით გამყარებული არ არის.

Read 2450 times Last modified on ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2018 16:41