ზაზა ჭიპაშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეზღუდოს

აგვისტო 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი, რადიო “მოზაიკას“ დირექტორს სოლიდარობას უცხადებს.

ზაზა ჭიპაშვილის აზრით, გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო მიიღებს, კონსტიტუციით გათვალისწინებულ, გამოხატვის თავისუფლებასთან თანხვედრაში უნდა იყოს.

ზოგადად, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია არის ღირსების საკითხი სახელმწიფოსთვის იმ მხრივ, რომ ამის გარშემო სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანდა და საკითხზე სწორი გადაწყვეტილების მიღება, სწორედაც რომ ხელისუფლებისათვის პრიორიტეტად იქცა. ამ ფონზე კი, ორი თვის შემდეგ, თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის რომ ადამიანს იბარებენ სასამართლოში, ჩემთვის გაურკვეველია და მიმაჩნია, რომ ხელისუფლება უხერხულ პოზიციაში დგება ამ ქმედებით.

მნიშვნელობა არ აქვს, გვანცა იყო თუ არა ამის განმხორციელებელი, ამ საკითხზე სასამართლომ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და მთავარ ადგილზე უნდა დააყენოს ის დემოკრატიული ღირებულება, რასაც ჰქვია ადამიანის მიერ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. ხვალ სასამართლოს გარკვეული გამოცდა ელის და მე მიმაჩნია, რომ მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და უპასუხებს იმ გამოწვევას, რაზეც სამოქალაქო საზოგადოება ერთიან პოზიციაზე დგას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება ჩაითვალოს აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად", - განაცხადა ზაზა ჭიპაშვილმა.

Read 1033 times Last modified on Last modified on აგვისტო 02 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი