Back to Top
პარასკევი, 03 აგვისტო 2018 13:57

რადიო მოზაიკას" დირექტორმა შსს- ს სასამართლოში დავა მოუგო

Rate this item
(0 votes)

სასამართლომ რადიო "მოზაიკას" დირექტორის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით პაპუაშვილმა მიიჩნია, რომ პოლიციის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გვანცა დოლუაშვილის შესაძლო ბრალეულობის დასამტკიცებლად. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო გვანცა დოლუაშვილის დაჯარიმებას, სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნის მიზნით, გორის ერთ-ერთ ქუჩაზე გაკეთებული წარწერის „მკვლელი ქუჩაშია" გამო ითხოვდა. შსს -ს მიერ აღძრული საქმე მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობოდა და სხვა მტკიცებულებით გამყარებული არ იყო.

ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზემდგომ ინსტანციაში, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

Read 3140 times Last modified on პარასკევი, 03 აგვისტო 2018 14:06