პოლიციელების ჩვენებები დოლუაშვილის სასამართლო პროცესზე

აგვისტო 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერთ-ერთი პოლიციელის განმარტებით, გორში, სტალინის ქუჩის ერთი მხრიდან მეორეზე გადასვლას დაახლოებით 15 წუთი მოანდომა.

ამის შესახებ შსს-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ისაუბრა.

მოწმის სახით დაიკითხა ის სამი პოლიციელი, რომელთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, შსს-მ 2 ივნისს გვანცა დოლუაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო.

1. 25 წლის ავთანდილ ღოლიჯაშვილი;

2. 39 წლის ალბერტ ალექსიძე;

3. 30 წლის რობერტ ტერტერაშვილი.

სამივე მათგანმა სასამართლოს წინაშე განსხვავებული ინფორმაცია გააჟღერა. ერთ-ერთის მიხედვით, პოლიციელმა სტალინის ქუჩის ერთი მხრიდან მეორეზე გადასვლას 15 წუთი, მეორემ კი 2-3 წუთი მოანდომა. ერთი სამართალდამცველის ნათქვამის თანახმად, წარწერებს ბიჭი და გოგო ერთად ასრულებდნენ და ორივეს ხელში სპრეი საღებავები ეკავათ, მეორე პოლიციელის განმარტებით, ამ ქმედებას მხოლოდ გვანცა დოლუაშვილი ახორციელებდა.

კითხვაზე, გააჩერეს თუ არა მეტი სიზუსტისთვის ,,ელდეპოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გამვლელი მოქალაქეები, ერთმა პოლიციელმა განაცხადა, რომ იქ იმ მომენტში ვერავინ შეამჩნიეს; მეორეს განმარტებით, "ელდეპო" დაათვალიერეს; მესამეს თქმით კი, ამის საჭიროება ვერ დაინახეს და საკუთარი ძალებით გადაწყვიტეს "სამართალდამრღვევების" მოძებნა, თუმცა სამივეს თქმით, სხვა მტკიცებულებების მოძიება ვერ შეძლეს, მათ შორის ვერც ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება. 

კიდევ ერთი დეტალი, რაც შსს-ს თანამშრომლებმა პროცესზე გაახმაურეს, იყო ის, რომ გოგონა, რომელიც მათი ინფორმაციით, წარწერებს აკეთებდა, ჩაცუცქული იყო, მათთვის სახეში არ შეუხედავს, თუმცა 23:00 საათზე მისი "ამოცნობა" 7-10 მეტრიდან მაინც შეძლეს. 

დღესვე დაცვის მხარემ ვიდეო ჩანაწერი წარმოადგინა, რომელიც სწორედ იმ ადგილიდანაა გადაღებული, საიდანაც სამართალდამცველებს "სამართალდამრღვევები" უნდა შეემჩნიათ.

ვიდეო ადასტურებს, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიური მოძრაობა არ ფიქსირდება და პოლიციას მანქანის გაჩერება თავისუფლად შეეძლო, და ასევე მიმდებარე ტორიტორიაზე არსებული ლამპიონების განათება პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას 7-10 მეტრში 23:00 საათზე შეუძლებელს ხდის.

Read 2155 times Last modified on Last modified on აგვისტო 04 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი