ეკატერინე ბიჩინოვა: ჩრდილოეთ ოსეთში ქართული მიწა მიმაქვს

აგვისტო 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში ყოფნისას ეკატერინე ბიჩინოვა 30 წინ გარდაცვლილი პაპის საფლავზე მივიდა და იქიდან მიწა წამოიღო. ამის შესახებ მან გადაცემაში ,,კავშირგაბმულობა" ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ,,ვლადიკავკაზში" დასახლების შემდეგ იქ ბებია და ბიძა დაეღუპა და ქართული მიწა სწორედ მათ საფლავზე უნდა მიიტანოს.

,,ძალიან რთულია ჩემთვის იმაზე ფიქრი, რომ ერთი ოჯახის წევრები სხვადასხვა მხარეს არიან დაკრძალულნი. ვიდრე ბებია დაიღუპებოდა, ხშირად ახსენებდა იმას, რომ გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ვერ უვლიდა, იქ მისვლას ვერ ახერხებდა. ისე დაიღუპა, რომ ეს სურვილი ვერ შევუსრულეთ. მას მერე სიზმარში ხშირად მესიზმრებიან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ქართული მიწა ჩავიტანო ვლადიკავკაზში და გარდაცვლილი ბებიისა და ბიძის საფლავზე მივიტანო. აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მიუხედავად ჩვენი გორში არყოფნისა, პაპაჩემის საფლავი მოვლილი დამხვდა, ბალახისგან გასუფთავებული. ვერავინ იტყვის, რომ ამ დაკრძალული ადამიანის ოჯახის წევრები გორიდან ძალიან შორს ცხოვრობენ. პაპაჩემის საფლავს ამ ქალაქში მცხოვრები ჩემი ახლობლები უვლიან", - ამბობს ეკატერინე ბიჩინოვა.

Read 909 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი