ბიბილოვი: ცხინვალი სხვა ქვეყნებთან კონტაქტის დასამყარებლად აქტიურად მუშაობს

აგვისტო 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, „ცხინვალი აქტიურად მუშაობას სხვა ქვეყნებთან კონტაქტის დასამყარებლად“. 

"გასული 10 წლის განმავლობაში ამგვარი აქტიურობა საგარეო პოლიტიკაში არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ჩვენ განვაგრძობთ ამ პოლიტიკას“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალური დამასკო „სამხრეთ ოსეთის“ ინტერესების დაცვაზე იზრუნებს არაბულ სამყაროში.

"ბაშარ ასადთან შეხვედრაზე განვაცხადეთ, რომ ერთმანეთის ინტერესების დაცვას შევუწყობთ ხელს მესამე ქვეყნებში. იქნება ეს ირანი, რომელიმე არაბული, აფრიკული თუ ლათინური ამერიკის სახელმწიფო, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა. 

Read 1568 times Last modified on Last modified on აგვისტო 05 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი