გორში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოვლინდა

აგვისტო 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხისა და სოფელ სკრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის კალაპოტში, მოქალაქეები გასაბერი ნავიდან ელექტროშოკური აპარატისა და ჩოგანბადის გამოყენებით ახდენდნენ თევზის მოპოვებას.

ჯამში მოპოვებული ჰქონდათ 10 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი.

ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შსს-ს შესაბამის რაიონულ პოლიციაში.

Read 1129 times Last modified on Last modified on აგვისტო 05 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი