რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

აგვისტო 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერია იმ ღონისძიებების ჩამონათვალს ავრცელებს, რომლებიც 7 - 8 აგვისტოს გაიმართება


7 აგვისტო
22:00 სთ
8 აგვისტოს მემორიალის სკვერში ვიდეოინსტალაციისთვის 16 მონიტორი განთავსდება, რომელზეც უჩვენებენ ომის გმირების მოკლე ბიოგრაფიასა და კონფლიქტის კადრებს. აქციის მსვლელობისას, ხსოვნის პატივსაცემად სიმბოლურად სანთლებიც აინთება.

8 აგვისტო
09:30 სთ
ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად წირვა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში აღევლინება.

10:15 სთ
გორის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებს დაურიგდებათ სამკერდე ნიშნები, რომელზეც გამოსახული იქნება ხსოვნის სიმბოლო.

11:30 სთ - დან
გვირგვინებით ომში დაღუპულთა მემორიალებს

12:00 სთ
გორის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება.

14:00 სთ
მეუფე ანდრია და სხვა სასულიერო პირები კონფლიქტის ზონის სოფელ აძვის ტაძარში აღავლენენ ლოცვას. პარალელურად გორის სამხატვრო სკოლაში ფოტო გამოფენა მოეწყობა ომის თემაზე.

17:00 სთ
გორის თეატრში, მოეწყობა დოკუმენტური ფილმის, "გორი, უახლესი ისტორია. 2008 წლის აგვისტო" პრეზენტაცია.

18:00 სთ
სოფელ ერგნეთში, ომის მუზეუმში პროექტ 08.08.08 პრეზენტაცია.

19:00 სთ
გორის სამხატვრო სკოლაში დაგეგმილია, სალომე ბენიძის წიგნის პრეზენტაცია "გმირი ქალები".

21:00 სთ
სანთლების აქცია გორის ცენტრალურ მოედანზე - "08.08.08" 

Read 1049 times Last modified on Last modified on აგვისტო 06 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი