ზოია კურტანიძე, ოფიცერი: გოგოები ომში ზუსტად ისე ვმოქმედებდით, როგორც ბიჭები.

აგვისტო 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

აგვისტოს 5 დღიან ომში, ერთ-ერთი ოფიცერი, რომელმაც რუსეთის არმიის ბომბდამშენი ჩამოაგდო, ზოია კურტანიძეა.

ის წარმოშობით გორელია და იმ დროს იხსენებს, როდესაც 2008 წელს, მას და მის ქვედანაყოფს, რუსულ თვითმფრინავებთან ბრძოლა უწევდა.

"ღამის 3 საათი იყო, როდესაც დამირეკეს და მითხრეს განგაშიაო. ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა სასწავლო განგაში, გვამოწმებენ როგორც ახალ ოფიცრებს, ჩავალაგე ჩანთაში ტანსაცმელი, საცურაო კოსტუმიც კი ჩავდე, იქნებ ზღვაზეც მოვახერხო წასვლა - მეთქი. როდესაც დანიშნულების ადგილას მივედით, სადაც ჩვენი დივიზიონი უნდა განლაგებულიყო, იქ გვითხრეს, რომ მივდივართ გორში, ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიებთან. იქაც რომ მივედი, მაშინაც ვერ ვიჯერებდი, თუ რეალურად ომი იწყებოდა და თუ რეალურად ომში მომიწევდა მონაწილეობა. სანამ პირველი თვითმფრინავი არ ჩამოვარდა, მანამდე ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა.

გოგოები ომში ზუსტად ისე ვმოქმედებდით, როგორც მამაკაცები. როცა გაცვია ფორმა და როცა ხარ უკვე სამხედრო, არ აქვს მნიშვნელობა გოგო ხარ თუ ბიჭი - ემსახურები საქართველოს! წესის მიხედვით მივდიოდით გარკვეულ პოზიციებზე, ვშლიდით მანქანას და როდესაც მტრის საფრენი აპარატი დაარღვევდა ჩვენს საჰაერო სივრცეს, მის გასანადგურებლად ვემზადებოდით. ერთ - ერთი ასეთი საფრენი მოწყობილობა მე ჩამოვაგდე. ეს იყო ძალიან მაგარი გრძნობა, უდიდესი სიხარულის და სიამაყის შეგრძნება. იმ წუთში რას ვგრძნობდი, ალბათ სიტყვებით ვერასოდეს აღვწერ. ვერ ვიხსენებ სიხარულს, რომელიც შემიძლია იმ მომენტის სიხარულს შევადარო. თუმცა, ჩვენთვის, სამხედროებისთვის ომი ჯერ არ დამთავრებულა, ვიდრე საქართველო ისევ ოკუპირებულია“, - ამბობს ზოია კურტანიძე.

ზოია კურტანიძე საქართველოს საჰაერო თავდაცვის ბრიგადის მე-2 საზენიტო-სარაკეტო ბატალიონის S-1-ის უფროსია.

Read 815 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი