ფრონეს ხეობის ყოფილი გამგებელი: 6 აგვისტოს ჩვენი ხეობის ორი სოფელი დაიბომბა

აგვისტო 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერთ - ერთი პირველი შეტევა სოფლებზე - ნული და ავნევი მოხდა.

 როგორც ფრონეს ხეობის ყოფილი გამგებელი იხსენებს, საომარი მოქმედებები აქ, 8 აგვისტომდე დაიწყო. გონერი კაპანაძის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალები, სოფელში მობილიზებულ სამშვიდობო ძალებს უტევდნენ. ამ ორი სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია 7 აგვისტოს მოხდა.

“ფრონეს ხეობაში დაბომბვა 2 აგვისტოდან მიმდინარეობდა, თუმცა ინტენსიური დაბომბვა 6-ში საღამოდან დაიწყო და 7-ში ჩაერია ჩვენი სამშვიდობო ძალები, რადგან ფაქტობრივად ვეღარ ვიგერიებდით მათ შემოტევებს. იბომბებოდა სოფლები. ჩვენი სამშვიდობო ძალები იდგნენ იქ და იერიში მათზე ხორციელდებოდა. სოფელში იყო მოსახლეობაც. გამოვიყვანეთ 7 აგვისტოს შუა დღით, პირველ რიგში ქალები და ბავშვები და 7-შივე, 4 საათზე მსხვერპლი იყო, 2 მიცვალებული გვყავდა უკვე.

ყველაზე მძიმე იყო ის პროცესი, როდესაც ხალხი გაგვყავდა. არ ვფიქრობდით მატერიალურ დანაკარგზე, ჩვენ ადამიანების სიცოცხლე გვებარა. გზადაგზა იბომბებოდა სოფლები, ხვითის მიმართულებით გავიყვანეთ, მაშინ გაგვიმართლა და არცერთი ადამიანი არ დაგვიკარგავს. მინდვრებზე გაგვყავდა ძირითადად, მერე კი, თავად ახერხებდნენ რაღაცას. ჩვენ არ გავყევით მოსახლეობას, უბრალოდ იმ ტერიტორიაზე ვაცილებდით, რომელიც იბომბებოდა და სარისკო იყო. ძირითადად ორი სოფლის ევაკუაცია მოხდა - ავნევიდან და ნულიდან ხალხი გამოვიყვანეთ. ორივეგან ერთად ცხოვრობდა 570 ოჯახი, დაახლოებით 16-- სული. იქ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, მე სამოქალაქო პირი ვიყავი და ვცდილობდი ხელი შემეწყო ჩვენი ჯარისთვის. სასმელი წყლის მიტანა, დაჭრილების გადაყვანა. 9-ში ექიმები ვეღარ შემოდიოდნენ და ჩვენი ადგილობრივი სასწრაფო მანქანით გაგვყავდა დირბის მიმართულებით, სადაც სამხედრო სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებულები და დაჭრილები გადაჰყავდათ სამედიცინო ცენტრებში“, - იხსენებს გონერი კაპანაძე.

Read 769 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი