საკრებულოს თავჯდომარე: ომის დროს გორი არ დამიტოვებია

აგვისტო 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“ოჯახი გავიყვანე ქალაქიდან და ისევ დავბრუნდი, მახსოვს როგორ გარბოდნენ რეზერვისტები ატენის მხარეს, სამხედრო ფორმას იხდიდნენ და იარაღს გზაში ყრიდნენ“, - იხსნებს საკრებულოს თავჯდომარე დავით რაზმაძე 2008 წლის აგვისტოში გორში განვითარებულ მოვლენებს.

“როცა რუსები აკონტროლებდნენ ქალაქს, დარჩენილ მოსახლეობასთან ერთად იყო მეუფე ანდრია, რომელიც იმ ადამიანებს, რომლებმაც ქალაქის დატოვება ვერ შეძლეს, რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად დადიოდა და საკვებს ურიგებდა. სადგურის ხიდთან იყო გაკეთებული ერთგვარი კორდონი, სადაც იდგა რუსების სამხედრო ტექნიკა, ამოწმებდნენ ხალხს. შემდეგ გამოჩნდნენ მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გივი აბალაკი, ასევე გამგებელი. რაღაც პროდუქტებიც შემოვიდა უკვე გორში საერთაშორისო მისიებიდან და ნელნელა დაიწყო საკვების დარიგება. გორელების ნაწილი ატენისა და ბოშურის ხეობაში იყო გახიზნული“, - ამბობს დავით რაზმაძე

Read 605 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი