2008 წლის 7 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, 10 ჯარისკაცი დაიღუპა

აგვისტო 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2008 წლის 7 აგვისტოს ქართულ სოფლებზე განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ უფრო მწვავე ხასიათი მიიღო, განუწყვეტლივ იბომბებოდა ფრონეს ხეობა: ერედვი, ფრისი, ავნევი და ნული.

ღამით ქართულ მხარეს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია, თუმცა სეპარატისტულმა რეჟიმმა ცეცხლი ქართულ სოფლებს მსხვილკალიბრიანი 12 მილიმეტრიანი ქვემეხიდან გაუხსნა. ამის საპასუხოდ ქართულმა მხარემაც გახსნა ცეცხლი.

ოფიციალური თბილისის აცხადებს, რომ არ არის დაგეგმლი კონფლიქტის ზონაში საგანგებო ზომების მიღება და დიალოგისთვის მზად არის. საქართველოს პრეზიედენტი ასევე აკეთებს საგანგებო განცხადებას: “ქართული მხარე მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენისთვის მზადაა.“

პარალელურად განცხადებებს აკეთებს საქართველოს საგარეო უწყებაც და რუსეთს მოუწოდებს გამოიყენოს თავისი ზეგავლენა ოს სეპარატისტებზე და შეაჩეროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, თუმცა ქართული საგუშაგოებისა და სოფლების დაბომბვა კვლავ გრძელდება, მათ შორის პატარა ლაიხვის ხეობის სოფლების.

ქვეყნის პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს მხარეთა შორის მოლაპარაკებას შუამდგომლობა გაუწიოს.

7 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ათი ჯარისკაცი დაიღუპა. პრეზიდენტის ბრძანებით ქართულმა მხარემ ცალმხრივი სროლის შეწყვეტა გამოაცხადა.

Read 905 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი