Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 07 აგვისტო 2018 13:59

სანაკოევი: ომის დაწყებამდე, ოსურმა მხარემ ჩემ ესკორტს ცეცხლი გაუხსნა 

Rate this item
(0 votes)

“ვიდრე ომი დაიწყებოდა, ივლისის დასაწყისში ოსურმა მხარემ შემოვლით გზაზე ცეცხლი გამიხსნა. ხეობიდან ბათუმში კონფერენციაზე მივდიოდით, რა დროსაც მოხდა ჩემი კორტეჟის აფეთქება. რამდენიმე პოლიციელი დაიჭრა“, - ამბობს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 

დიმიტრი სანაკოევი 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში განვითარებულ მოვლენებსაც იხსენებს: 

“როცა ცხინვალის დაბომბვა დაიწყო, იქ იმყოფებოდნენ არამარტო ჩვენი ჯარისკაცები, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობაც, რომლებიც დროებით ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდნენ, რომ უსაფრთხო ადგილას გამოსულიყვნენ. მე მივმართე მათ ე.წ მთავრობას, რომ ცეცხლი შეეწყვიტათ და მოსახლეობას მშვიდობიანად დაეტოვებინა ხეობა, ჩვენ შემოგვთავაზეს ერგნეთის გზა, საიდანაც მოხდა მოსახლეობის უმეტესობის გადმოყვანა. მათ შორის იყვნენ ქართველები და ოსებიც. როცა ყველაფერი დაწყნარდა, მოსახლეობის ნაწილი ყაზბეგის გავლით რუსეთში გადავიდა. აგვისტოს დასაწყისში მე თბილისში ვიმყოფებოდი, თუმცა ვითარების გამწვავების შემდეგ, გორში ჩავედი“, - ამბობს დიმიტრი სანაკოევი.

Read 1216 times