Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 07 აგვისტო 2018 14:01

ენმ-ის წევრებმა ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

Rate this item
(0 votes)

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისის წარმომადგენლებმა 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 


"დღეს პატივს მივაგებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაცემულ გმირებს. ათი წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომიდან, თუმცა რუსეთი საქართველოს მცოცავ ოკუპაციას დღემდე აგრძელებს. კვირეულის ფარგლებში, ჩვენ ასევე პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ხსოვნასაც", - ამბობს საკრებულოს წევრი ენმ - დან ბექა ქორჩილავა.

Read 1542 times Last modified on სამშაბათი, 07 აგვისტო 2018 14:05