ქართული ოცნება: 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა საქართველოს შეეძლო თავი შეეკავებინა 

აგვისტო 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ გოგინაშვილი ამტკიცებს, რომ 2008 წელს, ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ არსებობდა შესაძლებლობა, მისი თავიდან აცილების.

საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის აზრით, სწორედ ეს განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმაც.

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ ომი 1991 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. 2008 წელს საქართველო წამოეგო პროვოკაციაზე. ჩვენს მხარეს შეეძლო, რომ შეეკავებინა და ეს არ გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პროვოცირება იყო რუსეთისგან, თუმცა ქართულმა მხარემაც შეუწყო ხელი. სხვა მას არაფერი უთქვამს. საერთოდ, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, სალომე ზურაბიშვილი, ყველა დანარჩენ კანდიდატს სჯობია. სააკაშვილსაც ჰქონდა ბევრი ცოდვები, მაგრამ ეგ ახლა გასარჩევი თემა არაა“, - განაცხადა მიხეილ გოგინაშვილმა.

Read 2344 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი