ბადრი ბასიშვილი: ვერ წარმოვიდგენდით, რომ რუსეთი ღია ომს დაიწყებდა

აგვისტო 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბადრი ბასიშვილი იხსენებს, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, დიდი ლიახვის ხეობაში მცხოვრები არცერთი ადამიანი, მოვლენების ასე განვითარებას არ ელოდა. 

“რუსეთისგან ყოველწლიურად იყო მსგავსი ვითარება შექმნილი და ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ 2008 წელს ღია ომს დაიწყებდა. რას წარმოვიდგენდით, რომ ისინი ფართომასშტაბიან ოკუპაციას განახორციელებდნენ. იმ დროს, დიდი ლიახვის ხეობაში ვიმყოფებოდი სხვა მოსახლეობასთან ერთად. 7 აგვისტოს უკვე გაჩაღებული ომის პირობებში ვიმყოფებოდით. რადგან ცეცხლი, რამდენიმე დღით ადრე იყო გახსნილი.

მოსახლეობის მასობრივად გასვლა ხეობიდან 7-8 აგვისტოდან დაიწყო. იყვნენ ისეთებიც, ვინც უფრო ადრე გავიდნენ სოფლებიდან. 

მე მჯერა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება და ათასობით დევნილი ოჯახი დაბრუნდება საკუთარ მიწა - წყალზე", - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა.

Read 983 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი