სოფელ ნიქოზში, ახალგაზრდებისთვის, ბანაკი გაიხსნება

აგვისტო 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პროექტის “ხიდების მშენებლობა ახალგაზრდებში“ ფარგლებში, 11-დან 17 აგვისტოს ჩათვლით,სოფელ ნიქოზში, სამშვიდობო თემატიკით შექმნილი ბანაკი გაიხსნება.

დაგეგმილია 30 მოზარდის გადამზადება სხვადასხვა მიმართულებით. ორგანიზატორების განმარტებით, მონაწილეების დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრები იქნება. 5 ბავშვი ჩამოვა განმუხურიდან, 5 კი გარდაბნიდან. 6 დღიანი ტურის განმავლობაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ, ჟურნალისტების მუშაობას კონფლიქტურ სიტუაციებში. გაესაუბრებიან მათ და ისწავლიან, როგორ დაწერონ ან გაავრცელონ სასურველი ინფორმაცია სოციალური ქსელით. პარალელურად, კი ორი გასვლითი ტურნე ექნებათ, შინდისის გმირების მემორიალთან და სოფელ ერგნეთში - ომის მუზეუმში.
ბანაკი - "ნიქოზი 2018" ნიქოზის საინტეგრაციო ცენტრის ორგანიზებით და ქალთა ასოციაცია "თანხმობა"-ს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყობა.

“ბანაკში თავს მოიყრიან სამი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები, რადგან აღნიშნული პროექტი, გორის გარდა, გარდაბანსა და განმუხურშიც ხორციელდებოდა. ზოგადად, ეს ის თაობაა, რომლებიც ამ 10 წლის განმავლობაში გაიზარდნენ. მე ამ ბავშვებს ომის თაობას ვუწოდებ, რადგან, ესენი ომში დაიბადნენ და ომში იზრდებიან და ვითრდებიან. იმ მიზნით, რომ სხვა რეგიონებიდანაც ჩამოგვყავს მოზარდები, თავი დავიზღვიეთ და 11 აგვისტოს გადავდეთ ბანაკის გაკეთება, რომ თავი დავიზღვიოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან. დასკვნით ეტაპზე პრეზენტაციების წარმოდგენა იგეგმება, რა ცოდნას მიიღებენ ჩვენი დახმარებით. 17 აგვისტოს დაიხურება და სიმბოლურად, განმუხურში წავალთ და ფრანებს გავუშვებთ, და კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ, რომ ცხინვალიც და აფხაზეთიც საქართველოა“, - განაცხადა ორგანიზატორმა, ნინო მინდიაშვილმა

ბანაკის მოწყობა 2014 წლიდან დაიწყო და ის, აგვისტოს ომის კვირეულს სიმბოლურად ემთხვეოდა. 
წელს მსურველთა რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. აპლიკაციის შევსების ვადა 10 აგვისტომდეა.

Read 722 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი