ოკუპაციის მუზეუმში, ხვალ, აგვისტოს ომის ფოტო და ვიდეო კადრებს აჩვენებენ

აგვისტო 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ღონისძიებას ორგანიზებას  მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" გაუწევს. 

ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვიდეორგოლის ჩვენება 16:00 საათზე დაიწყება. ოკუპაციის მუზეუმში ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ პირს შეეძლება. პარალელურად, გაიმართება ფოტო გამოფენა. ფოტოები 10 წლის წინანდელ პერიოდს ასახავს.

"8 აგვისტოს, სიმბოლურად ვიკრიბებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გორის ოკუპაციის მუზეუმში. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით და შეიქმნა აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა და მომზადდა ვიდეო რგოლი. კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ამ ტრაგიკულ დღეს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მძიმე როლი ითამაშა.


პარალელურად ღონისძიება გაიმართება ლანჩხუთის და ხურჩის ოკუპაციის მუზეუმში. 9 აგვისტოს კი გაიხსნება ქარელის და ხაშურის ოკუპაციის მუზეუმები, სადაც როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, აგრეთვე მოწვეულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აგვისტოს 10 წლისთავთან დაკავშირებულ ფოტო გამოფენას", - ამბობს ორგანიზაცია "ქართლოსის" ხელმძღვანელი, მეგი ბიბილური.

Read 981 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი