გორში უცხო ენების შემსწავლელი უფასო კურსები იხსნება

იანვარი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში უცხო ენების შემსწავლელი უფასო კურსები იხსნება. ინგლისური, პოლონური იტალიური ენების შემსწავლელ პროგრამას EVS-ის მოხალისეები გაუძღვებიან, რომლებსაც 1 წლის განმავლობაში ორგანიზაცია ,,ქართლოსი“ მასპინძლობს. ორგანიზაციის წარმომადგენელ ანა ჯებისაშვილის განცხადებით, სასწავლო პროგრამა განსხვავებული მიდგომებით სწავლებას მოიცავს და ის ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

 

"აგვისტოს ბოლომდე EVS-ის მოხალისეები არიან ჩვენთან, იტალიიდან, პოლონეთიდან და ბრაზილიიდან და ისინი დაინტერესებულ პირებს თანამედროვე სტრანდარტებით შეასწავლიან სასურველ ენას. მსურველებმა უნდა მოგვაკითხონ ორგანიზაცია "ქართლოსში" და გრაფიკი მათზე იქნება მორგებული. ჩვენ გარდა ოფისისა, მოხალისეები მიგვყვავს გორის უნივერსიტეტებში", - გვითხრა პროგრამის კოორდინატორმა ანა ჯებისაშვილმა. 

Read 9931 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი