შიდა ქართლის ყოფილი რწმუნებული: ომის დროს გორში 2000-მდე ადგილობრივი იმყოფებოდა

აგვისტო 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, როცა ჩვენ ჰუმანიტარულ დახმარებას ვარიგებდით, გორში, დაახლეობით 2000-მდე ადგილობრივი რჩებოდა“, - შიდა ქართლის ყოფილი რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ გორში არსებულ მდგომარეობას იხსენებს.


“ფიზიკურად არ შეგვეძლო ყველა სოფელში და ყველა ბინაში მისვლა, მე და ჩემი მოადგილეები და პოლიციის უფროსი ვიყავით ქალაქში. ჰუმანიტარული დახმარების შემოსვლის შემდეგ, ქალაქში დარჩენილ მოსახლოებას პროდუქტებს ვურიგებდით. მახსოვს, რომ პირველი ორი კვირის განმავლობაშ,ი ჩემს გვერდით, სულ იყო 10-12 კაცი, ვინც მეხმარებოდა ამ ჰუმანიტარულ ტვირთის დალაგებაში, ქალაქის მოწესრიგებაში, ელექტრო ენერგიის აღდგენაში. ასევე იყვნენ მეუფე ანდრია და მისი მამაოები, ეხმარებოდნენ მოსახლეობას“, -ამბობს ვარძელაშვილი

Read 3119 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი