Print this page

ოკუპირებულ სოფლებში დისტანციური მონიშვნის კამპანია დაიწყო

აგვისტო 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერთ - ერთმა სარეკლამო კომპანიამ, 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავზე, ოკუპაციის გასაპროტესტებლად, სოციალურ ქსელში ოკუპირებულ სოფლებში დისტანციური მონიშვნის კამპანია დაიწყო. 


კომპანიის წარმომადგენელი ზურაბ გაფრინდაშვილი ამ იდეის ავტორია. მისი თქმით, რუსული ოკუპაციის გაპროტესტება განსხვავებული ფორმით სურთ: 

“იდეა გაჩნდა იქიდან, რომ უკვე 10 წელი გავიდა, მუდმივად ვაპროტესტებთ მცოცავ ანექსიას, თუმცა რეალურ შედეგს ვერ ვაღწევთ. გვინდოდა გაგვეკეთებინა, ის რაც შეგვეძლო. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ სოციალური მედიის სააგენტო, რისი გაკეთებაც შეგვეძლო და რაშიც ვართ ძლიერები, გამოგვეყენებინა და გაგვეკეთებინდა რაღაც რეალური, თუნდაც ეს ყოფილიყო ქართული სოფლების რუკაზე დატანა“, - ამბობს ზურაბ გაფრინდაშვილი 

დაჩექინდი სამაჩაბლოში 

• ვინაიდან ფიზიკურად ვერ ჩავდივართ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჩვენი პროტესტის ფორმაა დისტანციურად დაჩექინება ამ სოფლებში.
თქვენი აქტიურობით და დაჩექინებით ეს ადგილები დაფიქსირდება როგორც სოფლები ქართული დასახელებებით.

• ქვემოთ წარმოდგენილია 10 ოკუპირებული სოფლის გვერდი. სმარტფონებიდან გადადით ნებისმიერ ბმულზე, მარჯვენა ზედა მხარეს მოძებნეთ ღილაკი, სადაც გამოსახულია მრავალწერტილი, ჩამოშალეთ და მიუთითეთ Check in.

გააზიარეთ საჯაროდ და სტატუსად მიუთითეთ:#checkinsamachablo

კეხვი • Kekhvi

ბერულა • Berula

საცხენეთი • Satskheneti

ერედვი • Eredvi

აჩაბეთი • Achabeti

ვანათი • Vanati

აწრისხევი • Atsriskhevi

ავნევი • Avnevi

ქსუისი • Ksuisi

ბელოთი • Beloti

• ამ ეტაპისთვის, სიმბოლურად, შევქმენით ათი ოკუპირებული სოფლის გვერდი. ამ გვერდებზე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა სახის ინფორმაციას ამ სოფლებისა და მათი მაცხოვრებლების შესახებ. გარდა ამისა, ეს ადგილები მონიშნულია რუკაზე და თქვენი აქტიურობითა და დაჩექინებით ეს ადგილები გამოჩნდება, როგორც სოფლები ქართული დასახელებებით. ამის შემდეგ, ეტაპობრივად გაგრძელდება სხვა სოფლების დამატებაც.

Kraken-ის გუნდს გვინდოდა გვეთქვა ყველასთვის, რომ ცნობიერებასა და ციფრულ სამყაროში მავთულხლართი ვერ იქნება ბარიერი.“- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Read 762 times Last modified on Last modified on აგვისტო 08 2018