ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი იყო

აგვისტო 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ ხანძარი იყო.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრეებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსართულიან შენობაში ხანძრის ლოკალიზება შეძლეს და ის კომპლექსის ძირითად ნაწილში არ გავრცელებულა, - ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

მისივე ცნობით, დამწვარია 150 კვ.მ ფართი, რომლის ჩაქრობას ხუთი სახანძრო მანქანა ცდილობდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. მისივე ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

Read 351 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი