მეგი ბიბილური: ჩვენ, უბრალო ხალხმა, საერთო ენა უნდა გამოვნახოთ

აგვისტო 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

,,სამშვიდობო პოლიტიკის საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო ჩემთვის, რადგან მე თვითონ ვარ გახლეჩილი საზოგადოების წარმომადგენელი, კერძოდ, დედაჩემი არის აფხაზეთიდან, მამა კი, ცხინვალთან ახლოს ცხოვრობს. ამიტომ, ყოველთვის მქონდა სურვილი რაღაც შემეცვალა სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით და ამ პროცესში ახალგაზრდების მეტი ჩართულობა მომეხდინა", - თქვა ა/ო ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ დამფუძნებელმა მეგი ბიბილურმა გადაცემაში ,,სოციუმი“.

 "2008 წლის ომმა დაანგრია ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობაში და ნდობაში მიღწეული შედეგები, მაგრამ მოგვიანებით დიალოგი ისევ განახლდა და ურთიერთობის აღდგენისთვის ნაბიჯების გადადგმა ისევ თავიდან დაიწყო. ომის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების პირველი შეხვედრა ვაშინგტონში ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მხარდაჭერით მოხდა. ეს იყო ძალიან რთული შეხვედრა, რადგან ყველანი იქ ვიყავით ომგამოვლილი ტკივილით და საინფორმაციო პროპაგანდით მოცულები. მახსოვს, პირველად მაშინ ვნახე, რა მდგომარეობაში იყო ჩვენი სოფლები, ოსმა კოლეგებმა გვაჩვენეს ეს კადრები და ძალიან რთული იყო ჩემთვის ამისი ნახვა, შემდეგ კი, დიპლომატიური ენის გამონახვა. რთული იყო თანამშრომლობაზე, შეხების წერტილების მოძებნაზე და ერთმანეთისთვის ხელის გაწოდებაზე ორიენტირება. ამ შეხვედრაზე ინფორმაციის გაცვლაც მოხდა და ჩვენ მივხვდით, რომ პოლიტიკა ერთია, მაგრამ მიუხედავად გადატანილი ომისა, დადგა საჭიროება რომ ჩვენ, უბრალო ხალხმა, საერთო ენა გამოვნახოთ ,,ცხელ“ საკითხებზე სამუშაოდ. სწორედ მაშინ შევთანხმდით, რომ უფრო მეტად იყო საჭირო თანამშრომლობა. მაშინ ნდობის აღდგენაზე არ გვქონდა საუბარი, საუბარი იყო მხოლოდ კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე და რეაგირების მოხდენაზე", - თქვა მეგიმ და აღნიშნა რომ არასდროს დაუკარგავს იმედი, რომ თანამშრომლობა ნდობასაც დაბადებდა

სწორედ, ამ მიზნის განსახორციელებლად ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია 2006 წელს და დაიწყო ერთობლივი პროექტების განხორციელება ოს კოლეგებთან ერთად.

Read 457 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი