იოსებ მაკრახიძე: ომის დროს “იბოლია“გამიქურდეს და მილიონ ნახევრით მაზარალეს

აგვისტო 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს გორის მაჟორიტარი დეპუტატი.

იოსებ მაკრახიძის განცხადებით, საომარ ვითარებაში, მას ქალაქი არ დაუტოვებია. იოსებ მაკრახიძეს არც ის ზარალი დავიწყებია, რომელიც მის კომპანიას მიადგა.

“მე თავად შევესწარი საომარ ვითარებას. ომის დროს გაგვძარცვეს, წაიღეს ჩვენგან ყველაფერი. დაახლოებით მილიონ ნახევრის ტექნიკა, რაც ვერ წაიღეს დაწვეს და დაგვტოვეს ისე. ჩემს ფირმაში, შპს “იბოლიაში“ მოხდა ეს. 
მე გორიდან არ გავსულვარ, მხოლოდ ოჯახის წევრები წავიდნენ ნათესავთან ქვიშხეთში. მე სულ გორში ვიყავი. შემოსულები იყვნენ, ყველა შემოსასვლელში ტანკი და სამხედროები იდგნენ. როცა ბომბი ჩამოვარდა, სახლში ვიყავი. შუშები და კარები გადმოცვივდა. კარგი არაფერი ხდებოდა. რთული გასახსენებელია ის დღეები ჩემთვის. გუშინ მივიღე დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა და პატივი მივაგე ომში გარდაცვლილთა ხსოვნას. გვირგვინი მივიტანე მემორიალთან“, - განცხადა იოსებ მაკრახიძე.

Read 785 times Last modified on Last modified on აგვისტო 09 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი