Back to Top
ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2018 18:08

ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

Rate this item
(0 votes)

"ავტობანზე, ავარიის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა", - ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაცხადეს.

მათივე თქმით, დაშავებულს დამატებითი გამოკვლევები უტარდება.

"პაციენტი შემოყვანილია შოკურ მდგომარეობაში. აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, თავის არეში. მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე.

ამჟამად, მას უტარდება დამატებითი გამოკვლევები დაზიანებების სიმძიმის დასადგენად", - განაცხადეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

თბილისი - სენაკი - ლესელიძეს ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

ავარიის შემდეგ, ავტობანზე, საცობი წარმოიშვა, რამაც შვიდი ავტომობილის ერთმანეთთან შეჯახება გამოიწვია.

Read 1138 times Last modified on ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2018 18:23