Back to Top
ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2018 18:12

“მსხვერპლი” – გახსოვდეს და არ შეეგუო! გამოფენა ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით

Rate this item
(0 votes)

“მსხვერპლი” – გახსოვდეს და არ შეეგუო! - სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში გია ბუღაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ომის თემაზე შექმნილი 30 - მდე ნიმუში 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით წარმოადგინეს. ყველა ნამუშევარში ყურადღება ომის შედეგებზეა გამახვილებული, მათ შორის მავთულხლართებსა და კოტეჯებზე.

“ადმინისტრაციის ფოიეში მოეწყო გამოფენა. მხატვრების ნამუშევრებია, ძირითადი თემა მცოცავი ოკუპაციაა. ავტორმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენა ის, რაც 10 წლის წინ მოხდა. ის საკუთარი ნამუშევრებით გვაფრთხილებს, რომ უნდა გვახსოვდეს მსხვერპლი და არ უნდა დავივიწყოთ არასოდეს“, - განაცხადა გონერი კაპანაძემ.

Read 1186 times Last modified on ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2018 18:26