მეგი ბიბილური: არ უნდა გავურბოდეთ პოზიტიურ ისტორიებზე საუბარსაც

აგვისტო 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

,,ის საშინელი ფაქტები, რაც მოხდა 2008 წლის ომის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა გავურბოდეთ პოზიტიურ ისტორიებზე საუბარსაც“, - თქვა „მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ დამფუძნებელმა მეგი ბიბილურმა გადაცემაში ,,სოციუმი“.

“ასეთი ისტორიების გახსენება ძალიან მნიშვნელოვანია ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის აღდგენისთვის. ორგანიზაციას ოს კოლეგებთან ერთად ბევრი პროექტი აქვს განხორციელებული, რომელიც ურთიერთობების აღდგენა - გაღრმავებას ისახავს მიზნად და მათგან ერთ-ერთია წიგნი - ,,ომის სხვა სახე“. წიგნის შექმნის იდეა 2008 წელს ქართული და ოსური საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრაზე დაიბადა, როცა ომის საშინელ ამბებთან ერთად მოვისმინე ისტორიები, ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა როგორ ეხმარებოდა ოსებს, ან პირიქით. ოსმა ქალბატონმა როგორ შეიფარა ცხინვალში ქართველი ჯარისკაცი, როგორ დაეხმარნენ მშობიარე ქალს და ა.შ. გაჩნდა ერთობლივი წიგნის შექმნის იდეა. 2009 წლის იანვრიდან დავიწყეთ პოზიტიური ისტორიების შეგროვება. ოსმა კოლეგებმა იმუშავეს ცხინვალში, ჩვენ ვიმუშავეთ აქ და გამოვეცით წიგნად“, - ისაუბრა მეგიმ.

შეგახსენებთ, „სოციუმი“ რადიო „მოზაიკას“ ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ოთხშაბათს, 20:00 საათზე. 

Read 755 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი