ენმ: მერი დედას იფიცებოდა, რომ პრემიას არ აიღებდა
"ბატონი კონსტანტინე დედას იფიცებდა, რომ პრემიას არ აიღებდა", - ეს განცხადება რადიო "მოზაიკას" გადაცემაში „თვითმმართველობის დრო“ ნაციონალური მოძრაოაბის წარმომადგენელმა ბექა ქორჩილავამ გააკეთა. ქორჩილავას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებისათვის პრიორიტეტული პრემია - დანამატების მიღება გახდა და არა -მოსახლეობაზე ზრუნვა.
"წინასაარჩევნო პერიოდში ბატონი კონსტანტინე დედას იფიცებოდა, რომ პრემიას არ აიღებდა. როდესაც არჩევნების პერიოდში იძახდნენ, რომ არ უნდა ყოფილიყო ამდენი არამიზნობრივი ხარჯვა თანხებისა, ახლა დაავიწყდათ ეს ყველაფერი, თუ რაშია საქმე?! სამწუხაროდ, მთავრობა მოკალათდა სკამებზე და ავიწყდება ხალხი. დაავიწყდა ის მთავარი რამ - მთავრობა უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პირიქით", - განაცხადა ქორჩილავამ
„factcheck”-ის ინფორმაციით, 2014-2017 წლებში კონსტანტინე თავზარაშვილმა პრემიის სახით 18 ათას 285 ლარი აიღო