ტურიზმის სააგენტომ ბიისის ჩანჩქერის განვითარების გეგმა მოამზადა

აგვისტო 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების სააგენტომ, ატენის ხეობის სოფელ ბიისში არსებული ჩანჩქერის განვითარების გეგმა მოამზადა.

განყოფილების ხელმძღვანელს სურვილი აქვს, რომ აღნიშნული ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა, ევროსტანდარტების მიხედვით მოეწყოს და ტურისტების ერთ-ერთ სასურველ ადგილად იქცეს.

"ტურიზმის განყოფილების ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტურიზმის განვითარება. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ სოფლად არსებული ტურისტული პოტენციალი გავაცნოთ უცხოელ ვიზიტორებს და დავნერგოთ აგროტურიზმი, რაც თავის მხრივ, დიდ შეღავათს მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას. ამ ეტაპზე გვინდა ტურისტილი ჯიხური ჩავდგათ უფლისციხეში, სადაც გამოიფინება ჩვენი სოფლების შესახებ ტურისტული გზამკვლევები. მთავარი აქცენტი კი, ამ ეტაპზე, ბიისის ჩანჩქერის განვითარებაზე გვაქვს აღებული", - გვითხრა, რობერტ მაღლაკელიძემ.

Read 1473 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი