მედიკო ცეცხლაძე: დათუნას მამის ფოტო ყველამ ნახა, მის შვილს კი დევნილის სტატუსიც არ მისცეს

აგვისტო 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გარდაცვლილი ზაზა რაზმაძის შვილი დევნილის სტატუსსა და საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვს, ამის შესახებ რადიო “მოზაიკას“ 22 წლის დავით რაზმაძის ბებიამ უამბო. 

ზაზა რაზმაძე მსოფლიომ ვერხვების დასახლების დაბომბვის დროს გადაღებული ფოტოთი გაიცნო, სადაც ის გარდაცვლილ ძმასთან ერთადაა და შველას ითხოვს. თავად ზაზა რაზმაძე 2014 წლის თებერვალში კარალეთის დასახლებაში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, მისი ყოფილი მეუღლე უკვე 8 წელია კვიპროსშია. თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ახალგაზრდა კი დედის ძმასთან, ბათუმში ცხოვრობს. 

"ჩემი ყოფილი სიძე, ზაზა რაზმაძე ერედველი იყო. ყველამ იცის ალბათ ის ცნობილი ფოტო, ძმა რომ დაეღუპა ვერხვების დასახლების დაბომბვისას, მასთან ერთად იყო ჩემი შვილი, ნინო ცეცხლაძე და შვილიშვილი 12 წლის დათუნა რაზმაძე. ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა ეს ბავშვი სად წავიდა და ჩემი ყოფილი სიძის გარდაცვალების შემდეგ, რითი არსებობს", - ამბობს მედეა ცეცხლაძე. 

მისივე განმარტებით, ნინო ცეცხლაძეს ზაზა რაზმაძე ომიდან 2 თვეში დაშორდა და ახალი ოჯახი შექმნა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი სახელმწიფოსგან მიღებული კოტეჯი მის მეორე მეუღლესა და ომის შემდეგ დაბადებულ შვილს დარჩა. 
აღნიშნულთან დაკავშირებით რადიო “მოზაიკა“ დევნილთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ინფორმაციით, დავით რაზმაძე მათ ბაზაში არ აღმოჩნდა და ახალგაზრდას აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური წერილით მიმართვას ურჩევს.

Read 1841 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი