Back to Top
პარასკევი, 10 აგვისტო 2018 16:47

გორის საკრებულომ კონსერვატორების ინიციატივას მხარი დაუჭირა, ოპოზიციის მოთხოვნას კი უარი უთხრა

Rate this item
(0 votes)

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ორი ფრაქციის მიერ ინიცირებული ორი საკითხი განიხილეს.

ერთ-ერთი, ხმელთაშუა ზღვის ცხელების დაავადების მქონე ადამიანების დახმარებას ეხებოდა, რომლის ავტორიც ქართული ოცნება - კონსერვატორები არიან. მეორე კი, უსახლკაროთათვის განსაზღვრული ბინის ქირის თანხის 80-დან 150 ლარამდე გაზრდას. საკითხის ინიციატორი ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. ოპოზიციის ინიცირებულ საკითხს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

“ ორივე ინიციატივა სოციალური თემაა და ვინაიდან, ერთისა და იმავე წესში იყო მუხლობრივად ვუყარეთ კენჭი.,სამართლებრივად ასე მოითხოვა. რაც შეეხება პროცესს, იშვიათ დაავადებასთან დაკავშირებულ საკითხს დავეთანხმეთ. ეს დიდ თანხებს არ მოითხოვს და მერიამ გაითვალისწინა აღნიშნული პროექტი. მეორე შემთხვევაში საქმე ცოტა რთულადაა და სოლიდური თანხაა გასათვალისწინებელი, ამიტომ, ამ ეტაპზე, დავტოვეთ საკითხი ისე, როგორც არის და ალბათ მომავალი წლის ბიუჯეტში მოხდება გათვალისწინება. ძალიან ძნელია რომ შუა პერიოდში ასეთი თანხები მოიძიო“, - აცხადებს დავით რაზმაძე.

“როდესაც ცხოვრება გაუარესდა და იზრდება ფასები, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ გაჭირვებულმა ოჯახმა 80 ლარად ბინა იქირაოს. ამიტომ ვითხოვდით თანხის გაზრდას, რაზეც უარი გვითხრეს და თავი იმართლეს, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ, რის იმედიც მე არ მაქვს“, - განაცხადა ვასილისა ჯაბახიძემ.

Read 1009 times