გონერი კაპანაძე: ის შეტევა რომ არც ყოფილიყო ქართული მხარის მიერ, სოფლები მაინც დაიცლებოდა. 

აგვისტო 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ფრონეს ხეობის ყოფილი გამგებელი ირწმუნება, რომ 2008 წელს ქართული მხარის საპასუხო ცეცხლი სწორი ქმედება იყო.

გონერი კაპანაძის თქმით, იმ მხარის ოკუპაციას, რუსეთის ფედერაცია წლების განმავლობაში გეგმავდა და ნებისმიერი ხერხით ჩაიგდებდა ხელში.

“10 წელი გავიდა და ყველა ჩვენგანს ის ტკივილი სიცოცხლის ბოლომდე გაგვყვება. ის იყო უბედურება, რომელიც ფრონეს ხეობაში დაიწყო 2 აგვისტოს. ჩვენ ვიცოდით, რომ ის კონფლიქტი იქიდან დაიწყებოდა, რომელი მხარეც უფრო სუსტი იყო. ჩვენთან შედარებით უფრო ძლიერი იყვნენ დიდი და პატარა ლიახვი და ყოველთვის ვიცოდი, რომ შეტევას ჩვენგან დაიწყებდნენ. რუსეთიც და სეპარატისტებიც ერიდებოდნენ იქიდან დაწყებას, სადაც უფრო ბევრ სოფლებს ვაკონტროლებდით და ზუსტად ისე მოხდა. 

2004 წლის კონფლიქტის დროს, რომელიც “წვერიახოს ომის“ სახელით არის ცნობილი, სულ ვვარაუდობდი, რომ მოხდებოდა ჩვენი, ქართული მოსახლეობის გამოდევნა კონფლიქტის ზონიდან და სულ ვფიქრობდი, საით წამეყვანა ხალხი, როგორ გადამერჩინა. ჩვენი საფიქრალი არ იყო სახლი, სახლი ქვა არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლეა. მე ვხვდებოდი უხუცესებს, ოსებს, მათ უხუცესთა საბჭო ჰქონდათ და მეუბნებოდნენ, რომ თუ წვერიახოს ომი არ დამთავრდებოდა დაიბომბებოდა ქართული სოფლები. 2008 წელსაც ვგრძნობდი, რომ მოხდებოდა ის შემოტევები. 

გამოსავალი 2 აგვისტოდან 8 აგვისტომდე აღარ ჩანდა, ის შეტევა თუ არ იქნებოდა, რაშიც ზოგიერთები ქართულ მხარეს ადანაშაულებენ, ის სოფლები მაინც დაიცლებოდა. მაინც დაიმორჩილებდნენ. მოსაკლავს მოკლავდნენ, წამომსვლელი წამოვიდოდა და დანარჩენები, ვინც დარჩებოდა, მოხუცები, იმ სოფლების მსგავსად, რომლებიც 90-იან წლებში დაიმორჩილეს, მოახდენდნენ ოკუპაციას. ამიტომ ვერ გაუძლო მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომ არ მოგვხმარებოდა და გაიხსნა ის ცეცხლი, რაც გაიხსნა 7 აგვისტოს საღამოს 11 საათის შემდეგ“, - ამბობს გონერი კაპანაძე.

Read 655 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი