დღეს შინდისის გმირებს გაიხსენებენ

აგვისტო 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შინდისის ბრძოლიდან 10 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პატივს მიაგებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს.


მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სპეციალური ბანერი, რომელზეც ასახული იქნება 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია. მიწვეულ სტუმრებს და დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ მემორიალის იდეის ავტორისგან და მოქანდაკისგან მემორიალის კონცეფციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღონ.

თავდაცვის მინისტრთან ერთად ქართველ გმირებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები გაიხსენებენ.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს, რის შემდეგაც მოწვეული სტუმრები საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივს წუთიერი დუმილით მიაგებენ. ცერემონილის წამყვანი მოწვეულ სრტუმრებს შინდისის ბრძოლის ისტორიას გააცნობს, რის შემდეგაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სიტყვით გამოვა. ასევე დაგეგმილია გენერალური შტაბის უფროსის, შინდისის ბრძოლის მონაწილისა და შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირის მშობლის სიტყვით გამოსვლები.

Read 2055 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი