ომბუდსმენი: 52 ათას დევნილ ოჯახს დღემდე საკუთარი სახლი არ აქვს

აგვისტო 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს სახალხლო დამცველის ინფორმაციით, საქართველოში საქართველოში მცხოვრებ 52 ათას დევნილ ოჯახს, რაც რეგისტრირებული დევნილების 58 პროცენტია, საკუთარი სახლი დღემდე არ აქვს და თავშესაფრის მიღების მოლოდინშია.

ომბუდსმენის ცნობით, საცხოვრებლით 35 ათას 927 ოჯახი დაკმაყოფილა. აქედან 6 ათას 714 ოჯახი აგვისტოს ომის დროს დაზარალებულია.

საკუთარ განცხადებაში ომბუდსმენი იმ გარემოებაზეც საუბრობს, რომლებიც დევნილებს საკუთარი ქონებით სარგებლობის უფლებას უზღუდავთ.

“ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დარჩენილი დევნილთა სახლები მიწასთანაა გასწორებული. აფხაზეთში კი „უპატრონო” ქონებად ითვლება და დე ფაქტო „სახელმწიფოს” საკუთრებაში გადადის, რითაც იძულებით გადაადგილებულ პირებს სარგებლობის უფლება ეზღუდებათ,” – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, 1990 წლიდან მოყოლებული 2008 წლის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 278 ათას 103 მოქალაქე იქცა დევნილად. აქედან 200 ათასი აფხაზეთიდან დევნილია; 20-30 ათასი კი – სამხრეთ ოსეთის მკვიდრი. ამ ორი რეგიონიდან დევნილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა ქვეყნის ფარგლები დატოვა და დღეს საქართველოში არ ცხოვრობს.

 

Read 831 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი