Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 11 აგვისტო 2018 13:27

მეგი ბიბილური: ქართულ და ოსურ მხარეებს შორის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი იყო

Rate this item
(0 votes)

"2008 წლის ომის შემდეგ, ქართული და ოსური საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრების გამართვა ისევ დაიწყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ შეხვედრებზე ჩნდებოდა თანამშრომლობის და სხვადასხვა ერთობლივი პროექტის განხორციელების იდეა", - თქვა ა/ო ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის" დამფუძნებელმა მეგი ბიბილურმა გადაცემაში "სოციუმი".

"პირველი სერიოზული შედეგი, რომელიც ამ შეხვედრებმა მოგვცა, იყო 2010 წელს ლეიდენის შეხვედრაზე, როცა ორივე თემის წარმომადგენლებმა შევიმუშავეთ ერთობლივი განცხადება. ეს იყო პირველი საერთო დოკუმენტი, ხელმოწერილი ქართული და ოსური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ, სადაც მოვითხოვეთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის სამუშაო შეხვედრების აღდგენა. მაშინ შეჩერებული იყო ეს შეხვედრები. ჩვენ, ორივე თემის წარმომადგენლები ვთანხმდებოდით იმაზე, რომ მართალია არსებობს კონფლიქტი, ომის ნაკვალევი მძიმედ გვაქვს, გამოწვევებიც არის, მაგრამ ის ყოველდღიური პრობლემები რომლის გადაწყვეტაც ამ ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფის ფარგლებშია შესაძლებელი, უნდა გაგრძელდეს. ეს ერთობლივი დოკუმენტი გავგზავნეთ სხვადასხვა ინსტანციაში და შედეგი დადგა, ორ თვეში აღდგა IPRM - ის შეხვედრები", - იხსენებს მეგი.

შეგახსენებთ, "სოციუმი" რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ოთხშაბათს, 20:00 საათზე.

Read 1304 times